ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა წლის ბოლოს აღდგება
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა წლის ბოლოს აღდგება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა წლის ბოლოს აღდგება. ამის შესახებ კორეული მედია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯაე ინის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ინფრასტრუქტურით დაკავშირების შესახებ მხარეები მიმდინარე წლის 27 აპრილს, დემილიტარიზებულ ზონაში გამართულ ისტორიულ სამიტზე შეთანხმდნენ.

ჩრდილოეთსა და სამხრეთ შორის სარკინიგზო ხაზი ერთმანეთს პირველად 2003 წელს დაუკავშირდა, თუმცა სეულში ხელისუფლების ცვლილებამ და ფხენიანის ბირთვულმა ამბიციებმა აღნიშნული პროექტი შეაჩერა.