ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, გაერო-ს შუამავლობით, საზღვრის დემილიტარიზების საკითხზე პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ
ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა, გაერო-ს შუამავლობით, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემილიტარიზების საკითხზე დღეს პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში გაიმართება.
სექტემბერში ფხენიანში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები, ბირთვულ განიარაღებასთან ერთად, საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს შეწყვეტაზე, დემილიტარიზებულ ზონაში მესაზღვრეებს განიარაღებაზე და მიმდებარე ტერიტორიის განაღმვაზე შეთანხმდნენ.