ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცნობით, ალასკის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს
ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის ცნობით, ალასკის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობის (NORAD) ინფორმაციით, ალასკის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში (ADIZ) რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს.

მათივე ცნობით, NORAD-მა ორი რუსული Tu-95, ორი Su-35 და ერთი A-50 დააფიქსირა და მათ გადაადგილებას თვალყური მიადევნა.

ამასთან, როგორც ცნობილია, რუსული სამხედრო თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩნენ და არ შევიდნენ ამერიკის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში.

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობაში ასევე აცხადებენ, რომ საპასუხოდ მათ ორი F-16-ის, ორი F-35-ის, ერთი E-3-ის და ოთხი KC-135-ის ტიპის თვითმფრინავები გაუშვეს.