ჩრდილო კორეის მთავრობის წარმომადგენელი აშშ-ში მოლაპარაკებებს გამართავს
ჩრდილო კორეის მთავრობის წარმომადგენელი აშშ-ში მოლაპარაკებებს გამართავს

ჩრდილო კორეის მთავრობის წარმომადგენელი აშშ-ში მოლაპარაკებებს გამართავს. სამხრეთ კორეული გამოცემა Yonhap-ის ინფორმაციით, კიმ იონ ჩოლი პეკინის აეროპორტში ჩავიდა და დღის ბოლოს სავარაუდოდ, ვაშინგტონში გაემგზავრება.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილო კორეის ლიდერის მეორე სამიტი იქნება.

კიმ იონ ჩოლი ჩრდილო კორეის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც ბირთვული შეიარაღების პროგრამაზე და სხვა მსგავს საკითხებზე მოლაპარაკებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან მართავდა.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი სამიტი, გასული წლის ივნისში, სინგაპურში გაიმართა.