ჩრდილო კორეამ უცნობი მოდელის რაკეტა გაუშვა

13:17, 09.05.2019

ჩრდილოეთ კორეამ უცნობი მოდელის რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ფხენიანმა რაკეტა ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე ისროლა.

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროდან მოკლე რადიუსზე მოქმედი რამდენიმე რაკეტა ისროლა, რომლებმაც 70-დან 200 კილომეტრამდე მანძილი დაფარეს და ზღვაში ჩავარდნენ. აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკების ფონზე, ფხენიანმა რაკეტები ბოლოს 2017 წლის ნოემბერში გაუშვა.

28 თებერვალს ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული ბოლო სამიტი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მსგავსი