ჩრდილო და სამხრეთ კორეა დემილიტარიზებულ ზონაში სადამკვირვებლო პუნქტების ნაწილს გააუქმებენ
ჩრდილო და სამხრეთ კორეა დემილიტარიზებულ ზონაში სადამკვირვებლო პუნქტების ნაწილს გააუქმებენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მთავრობები დემილიტარიზებულ ზონაში სადამკვირვებლო პუნქტების ნაწილს გააუქმებენ. შეთანხმების მიხედვით, თითოეული მხარე ნოემბრის ბოლოსთვის 11-11 პუნქტის გაუქმების ვალდებულებას იღებს.

შეთანხმება ასევე მოიცავს ექსპერტების გაერთიანებული გუნდის შექმნას, რომლის ფუნქცია სამოქალაქო ხომალდების უსაფრთხოებისთვის, მდინარე ხანგანის ნაპირებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა იქნება.

სადამკვირვებლო პუნქტების გაუქმების გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ლიდერმა 19 სექტემბერს გამართულ სამიტზე მიიღო.