ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თანამშრომლები ახალ შენობაში გადადიან
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თანამშრომლები ახალ შენობაში გადადიან

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თანამშრომლებმა ახალ შენობაში გადასვლის პროცესი დაიწყეს. კომპლექსი ძველ შენობასთან ახლოს მდებარეობს და მისი ღირებულება 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის ოთხი ათასი თანამშრომლისა და დიპლომატის გადაბარგების პროცესი 3 თვეს გაგრძელდება.

2017 წლის მაისში , ნატოს ერთ-ერთი სამიტის დროს ახალ შენობაში უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება. კომპლექსის მშენებლობა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი ფართობი 250 ათასი კვადრატული მეტრია და მოიცავს მაღაზიებს, ბანკებს, სილამაზის სალონებს, აუზს და საგამოფენო დარბაზებს.

შენობა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აეროდრომის ადგილზეა აშენებული.