ჭორვილაში აქციის გასამართად ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ადგილობრივებმა სოფელში არ შეუშვეს [ვიდეო]

სოფელ ჭორვილაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ჩავიდნენ. აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან სურდათ აქციის გამართვა. მათ ჰქონდათ ბანერები წარწერით – „თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს“.

ადგილობრივებმა აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვეს. მოხდა მცირე დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა ვითარების განმუხტვა შეძლეს.