ჩონსი ბილაპსი „ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელად განიხილება
ჩონსი ბილაპსი „ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელად განიხილება

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე გოგა ბითაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება. პლეი ოფის პირველ ეტაპზე 0:4 წაგების მერე „ინდიანა პეისერსის“ თავკაცი ნეით მაკმილანი პოსტიდან გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს.  ერთ-ერთ კანდიდატად ჩონსი ბილაპსი ითვლება, წარსულში ცნობილი კალათბურთელი, რომელიც 2004 წელს NBA-ის ფინალური სერიის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ამერიკული წყაროების ცნიბით, კლუბსა და მწვრთნელს შორის  მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცა ჯერ უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები. საინტერესოა, რომ მას ჯერ სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ წინა მწვრთნელის, ნეით მაკმილანის ხელში გოგა ბითაძეს არასაკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა: 8.7 წუთში 3.2 ქულა, 2.0 მოხსნა.