ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარია
ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარია

ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე დაკვამლიანებაა.

რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და იმყოფებოდა თუ არა ვინმე შენობაში, ამ დროისთვის უცნობია.