ჩოხატაურში თვითიზოლაციაში ხუთი პირი იმყოფება
ჩოხატაურში თვითიზოლაციაში ხუთი პირი იმყოფება

ჩოხატაურში თვითიზოლაციაში ხუთი პირი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„თვითიზოლაციაში მყოფი პირები კონტროლდებიან, კარანტინში კი ჩვენგან არავინაა. საბედნიეროდ, გურია კვლავ რჩება მწვანე ზონად. მუნიციპალიტეტში ინფიცირებული არ გვყავს. მიუხედავად ამისა, მუდმივად ვეხმარებით იმ პირებს, ვისაც ჩვენი ზრუნვა სჭირდებათ. ჩოხატაურში შეუფერხებლად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 20 საბავშვო ბაღის აღსაზდელების მშობლებისთვის არამალფუჭებადი საკვების გადაცემა თითქმის დასრულებულია. პროდუქტი მიიღო 630 აღსაზრდელმა. ჩოხატაურში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.