ჩოხატაურში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო 
ჩოხატაურში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო 

ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ბინიდან გავრცელდა.

როგორც ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია.

„ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების ლიკვიდაცია. ადამიანები გამოყვანილი არიან ბინებიდან. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. არც სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირვებია ვინმეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე იმყოფება ოთხი სახანძრო მანქანა“, – განაცხადა დავით შარაშიძემ.