ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. მწერლის საიუბილეო თარიღი წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დახურვას დაემთხვა. სტუმრებმა ჩოხატაურის ცენტრში დუმბაძის სკვერში მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

სტუმრებმა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში გადაინაცვლეს, სადაც ცოცხალი წიგნების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ამავე გალერეაში გამოიფინა ნოდარ დუმბაძის ოთხი ნახატის რეპროდუქცია.

„დღეს დიდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენი ბიჭი 90 წლის გახდა“- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლიეტუვას ელჩი გიედრიუს პეუჯონასი, ხელოვნების სფეროს ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

ღონისძიება მწერლის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება და საღამოს ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლით დასრულდება.

დატოვე კომენტარი