ჩოხატაურში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი
ჩოხატაურში მკვლელობა მოხდა, დაკავებულია ერთი პირი

ჩოხატაურში, გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს. 26 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

„სამწუხარო ფაქტი მოხდა. მკვლელობის დეტალები უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცს ყველა დადებითად ახასიათებს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.