ჩოხატაურში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ოთხშაბათიდან დაიწყება
ჩოხატაურში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ოთხშაბათიდან დაიწყება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული „ასტრაზენეკას“ 200 დოზა შეიტანეს. ვაქცინები მხოლოდ სამედიცინო მუშაკებისთვისაა განკუთვნილი.

„ჯანდაცვის ცენტრში არის შესაბამისი სამაცივრე აღჭურვილობა ვაქცინის სათანადო პირობებში შესანახად.

ოთხშაბათს დაიწყება გეგმის მიხედვით აცრის პროცესი, კლინიკა „მედალფას“ ამცრელ კაბინეტში.

მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინა დღეს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და დღესვე შემოტანილია ჩვენს მუნიციპალიტეტში“, – ნათქვამია ჩოხატაურის მერიის მიერ გავრცებულებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი