ჩოხატაურში „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა
ჩოხატაურში „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა

ჩოხატაურში „კოვიდ-19“-ით განმეორებით ინფიცირების სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა. 35 წლის მამაკაცი „კოვიდ-19“-სგან ორი თვის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა ორი დღის წინ ვირუსის სიმპტომები კვლავ გამოუვლინდა.

მამაკაცს სწრაფი ტესტით დადებითი შედეგის შემდეგ „პისიარ“-ტესტიც ჩაუტარდა და კორონავირუსზე პასუხი ამ შემთხვევაშიც დადებითი აღმოჩნდა.

ინფორმაციას ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, დამატებითი კვლევების პასუხებს ელოდებიან.

პაციენტი ბათუმის კლინიკაში გადაჰყავთ.