ჩოხატაურის ყველა სასაფლაოს სამართალდამცველები აკონტროლებენ
ჩოხატაურის ყველა სასაფლაოს სამართალდამცველები აკონტროლებენ

ჩოხატაურში ყველა სასაფლაო დაკეტილია. ვითარებას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ამ დრომდე სამართალდარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.

სასაფლაოებთან იმყოფებიან სამართალდამცველები და მათთან ერთად მერიის თანამშრომლებიც. არ ყოფილა სერიოზული დარღვევის ფაქტები. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს მაღალი თვითშეგნებისთვის და მოვუწოდო, დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.