ჩოხატაურის წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა
ჩოხატაურის წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა

ჩოხატაურის წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი ჯარისკაცების, მერაბ ახობაძის, ფილიპე მგალობლიშვილისა და მურთაზ ირემაძის საფლავები ყვავილებით შეამკო.
ჩოხატაურში დღეს, აგვისტოს ომის მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.