ჩოხატაურის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან საკონტროლო პუნქტებზე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ

22:07, 14.09.2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურასთან საკონტროლო პუნქტებზე ყველა შემსვლელი და გამსვლელი ტესტირებასა და თერმოსკრინინგს გადის. პროცესი ხვალაც გაგრძელდება.

„დღეს ზოტსა და ჩხაკაურაში მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს და ეპიდკვლევა ხვალაც გაგრძელდება. დიდი მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას“, – განაცხადა ჩოხატაურია მერმა, ირაკლი კუჭავამ.

მსგავსი