ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება

00:19, 12.10.2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაღი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მზად დახვდება პატარებს.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ბავშვების ჯანმრთელობას“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა.

მსგავსი