ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა
ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რომელიც გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში იყო აშენებული.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სამუშაოები.
„ამ დროისათვის მოწყობილია დროებითი სახიდე გადასასვლელი და სოფლებთან დამაკავშირებელი გზა. პარალელურად დაიწყება საპროექტო სამუშაოები ახალი ხიდის ასაშენებლად”,- განაცხადა ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.