ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეს ნინო რამიშვილის კაბა გადაეცა
ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეს ნინო რამიშვილის კაბა გადაეცა

ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელობის ხელოვნების სასახლეს, ქართული ნაციონალური ბალეტის მიერ, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დამაარსებელის და მოცეკვავის, ნინო რამიშვილის კაბა გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.

კაბის დიზაინი სოლიკო ვირსალაძეს ეკუთვნის, რომელიც 50-იან წლებში შეიქმნა.

„სოლიკოს გენიალური კოსტიუმების გარეშე ის აღიარება, რაც ანსამბლმა მიიღო წლების მანძილზე, არ იქნებოდა“, – ერთერთ ინტერვიუში ამბობდა ლეგენდარული ნინო რამიშვილი ანსამბლის უცვლელ მხატვარზე.

აღნიშნული კაბით, ნინო რამიშვილმა, 1971 წელს, ჩოხატაურში, „ჯეირანი“ იცეკვა.