ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

20:04, 21.11.2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურასა და ქვაბღას დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

საავტომობილო მიმოსვლა თითქმის ორი საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. ნიადაგი სოფელ ზოტშიც ჩამოიშალა.

„ამ დროისთვის დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობას სხვა მხრივ პრობლემები არ აქვს. პრევენციის მიზნით მუნიციპალური ტექნიკა შევიყვანეთ სოფელ ზოტიც, რათა დამატებითი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“, – აცხადებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.

მსგავსი