ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კოლეჯი შენდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კოლეჯი შენდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად აგრარული მიმართულების იქნება: მეტყევეობის, მევენახეობა-მეღვინეობის და მეფუტკრეობის შემსწავლელი პროგრამები ამოქმედდება. ასევე, დაგეგმილია რეგიონის განვითარებისთვის სხვა საჭირო მიმართულებების დამატება და პროფესიული სასწავლებლის გაფართოება“, – ნათქვამია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი