ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფლებში ხევში, დაბაში, ზემოხეთსა და ბურნათში ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარმა დააზიანა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.

ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში წაქცეული ხეების გამო სოფელ ხევში გადაიკეტა გზა, თუმცა მოძრაობა მალევე აღდგა.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე სოფელს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, გარდა ერთი უბნისა, ყველგან აღდგენილია.

„მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურების, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება მოსახლეობას, ვგულისხმობ გადაუდებელ შემთხვევებს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.