ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალაშენებული სახლი დაიწვა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალაშენებული სახლი დაიწვა

ხანძარი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, ჯვარცხმას დასახლებაში. დაიწვა ახალაშენებული სახლი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმნცა წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

„უმძიმესი ამბავი მოხდა. საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენს დახმარებას“, – აცხადებენ ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში.