ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია

12:28, 22.07.2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

გადაადგილება უმოკლეს ვადაში აღდგება.

მსგავსი