ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების მოსახლეობა სოფელში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.

მათ პროტესტის ნიშნად დღეს გზა გადაკეტეს, რათა კომპანია „სუფსა ენერჯის“ წარმომადენლებს სოფელში შესვლის საშუალება არ მისცემოდათ.

კომპანიის წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ გამოჩენილან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების მშენებლობა სოფელში მდინარის მილში მოქცევას და ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევეს. აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეურთდნენ.