ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა, დაწყებულია გამოძიება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა, დაწყებულია გამოძიება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში პირუტყვი დაიხოცა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საბალახოდ გაშვებული საქონლის ნაწილი მოულოდნელად დაიხოცა.

მეპატრონეებმა დახოცილი პირუტყვი სპეციალური წესით დამარხეს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ საქონელი მოწამლეს და მინდვრის შესწავლას ითხოვენ.

დაზარალებული რვა ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო რძის ნაწარმის გაყიდვა იყო და ისინი კომპენსაციას ითხოვენ.

დახოცილი პირუტყვის ნიმუშები შესაბამისმა სამსახურმა უკვე აიღო და პასუხები, სავარაუდოდ ორ დღეში გახდება ცნობილი. პირუტყვის დახოცვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი