ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ხმაური იყო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ხმაური იყო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ბესო ქათამაძემ ვასილ ჩიგოგიძეს განუცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობას დაჰპირდა და დანაპირების შესრულება მოსთხოვა. ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას პროვოკატორი უწოდეს.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბესო ქათამაძე სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.