ჩოხატაურის მერიასთან აქცია დასრულდა
ჩოხატაურის მერიასთან აქცია დასრულდა

ჩოხატაურის მერიასთან აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე დიდ იმედებს ამყარებენ.

„ჩვენ გვინდა, რომ სოფელში აღდგეს ძველი ურთიერთობები. ხვალინდელი ჯუმის ლოცვა ჩატარდება, სოფელში არსებულ ტაძარშიც ჩატარდება ლოცვა. ორივე მხარე ვილოცებთ მშვიდობისათვის. სოფელი უნდა დაუბრუნდეს ძველ მეგობრულ ცხოვრებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, მალე მოგვარდეს ეს პრობლემა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მანამდე ჩოხატაურის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, ბუკნარში პრობლემა მოგვარებულია. მერიის წინ შეკრებილების მოთხოვნით, ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობას ქრისტიანი და მუსლიმი თემი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.