ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს ხვდებიან
ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს ხვდებიან

ერთ საათზე მეტია, ჩოხატაურის მერიაში ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის მერს ხვდებიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება შეხვედრა და მიიღწევა თუ არა დაპირისპირებულ მხარეებს შორის რაიმე სახის კონსენსუსი.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მერიის ეზოში იმყოფებიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები, მათ შორის, აჭარიდან ჩასული მოქალაქეები. შენობას პოლიციის კორდონი იცავს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.