ჩოხატაურის ბაზარში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ჩოხატაურის ბაზარში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ჩოხატაურის ბაზარში ,,სამოქალაქო მოძრაობის” წევრების მოსახლეობასთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ალეკო ელისაშვილი თანამოაზრეებთან ერთად კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, გურიის მაჟორიტარის, ნინო წილოსანის შესახებ ბუკლეტებს არიგებს. როგორც თავად ამბობს, მას კორუფციაში ამხელს.

ალეკო ელისაშვილს ჩოხატაურის საკრებულოს წევრები, ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ბაზრის დირექტორი დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, დეპუტატის მუშაობით კმაყოფილები არიან, ბევრი საქმე გაკეთდა, ხოლო ელისაშვილის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.

„სცენარი ყველა რეგიონში ერთნაირია. მაჩვენონ თუნდაც ერთი საქმე წურბელა დეპუტატების გაკეთებული, დავიხურავ ქუდს, მოვიხდი ბოდიშს და წავალ. საქმე იმაშია, რომ ვერაფერს მაჩვენებენ“ ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.