ჩოხა–ახალუხის ტარებისა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ჩოხა–ახალუხის ტარებისა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი დღეიდან არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებენ. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი““, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომელიც დღეს, 17 ივნისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.