ჩოგბურთში მაროკო-საქართველოს მატჩს გიორგი ცივაძე გახსნის
ჩოგბურთში მაროკო-საქართველოს მატჩს გიორგი ცივაძე გახსნის

მაროკოს ქალაქ მარაკეშში, დევისის თასზე ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში პირველი წრის მატჩი ხვალ გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს. მაროკოელებმა ჩვენს ნაკრებს გრუნტის საფარის კორტი დაახვედრეს.

ცოტა ხნის წინ, დასრულდა წილისყრა, რომლის მიხედვითაც, კორტზე გასვლის ჩოგბურთელთა თანმიმდევრობა გაირკვა.

შაბათს მატჩი გაიხსნება ლამინ უაჰაბისა (591-ე ჩოგანი) და გიორგი ცივაძის (1082) შეხვედრით. ამის შემდეგ, ამინ აჰუდა (698) საქართველოს გუნდის ლიდერს ნიკოლოზ ბასილაშვილს (57) შეხვდება. დღე დასრულდება წყვილების მატჩით: იასინ იდმბარეკისა და ლამინ უაჰაბის დუეტი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილს შეხვდება.

კვირას ერთეულთა ორი მატჩი იქნება: ლამინ უაჰაბი-ნიკოლოზ ბასილაშვილი, ამინ აჰუდა-გიორგი ცივაძე

მაროკოსთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მეორე წრეში რუმინეთსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ მატჩებში წაგებულები ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში დასარჩენად შეხვდებიან ერთმანეთს.