ჩოგბურთში ხაზის მსაჯებს ახალი ტექნოლოგიით შეცვლიან
ჩოგბურთში ხაზის მსაჯებს ახალი ტექნოლოგიით შეცვლიან

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) ხაზის მსაჯების Hawk Eye Live-ის ტექნოლოგიით შეცვლას განიხილავს, – წერს გაზეთი New York Times.

გეგმის მიხედვით, თუ გათამაშებისას ბურთი კორტის მიღმა აღმოჩნდება, სისტემა ხმოვან სიგნალს 0.1 წამის განმავლობაში ავრცელებს. მსგავსი ტექნოლოგია შარშან, Next Gen-ის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსცადეს, რომელიც წლის ბოლოს, მილანში გაიმართა. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის საკითხს განიხილავენ უიმბლდონის დროს.

“ტექნოლოგია ძალიან ჰგავს Hawk Eye-ს. მისი წყალობით, დავიწყებას მიეცემა შეცდომები, რომელსაც ადრე ადამიანურ ფაქტორს აწერდნენ. დამატებითი ხარჯების კომპენსირება იმ თანხით მოხდება, რომელიც არბიტრების ანაზღაურებისთვის გამოიყენებოდა”, – განაცხადა Hawk Eye Americas-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს ჯაფეტმა.

დღეისთვის, ჩოგბურთში მოწოდების სიზუსტის შესამოწმებლად Hawk Eye-ის სისტემა გამოიყენება.