ჩოგბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები მიიღეს
ჩოგბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები მიიღეს

გამოქვეყნდა ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზის ახალ წევრთა სია.

კატეგორიაში „მოთამაშეები“ ეს პატივი ერგოთ – ლეიტონ ჰიუიტს (ავსტრალია), ლიზა რეიმონდს (აშშ), ხუან კარლოს ფერეროს (ესპანეთი), იონას ბიორკმანს (შვედეთი) და სერხი ბრუგერას (ესპანეთი).

არასათამაშო დამსახურებებისთვის დიდების დარბაზში მოხვდა ლეგენდარული მწვრთნელი დენის ვან დერ მეერი, ასევე ცხრა ქალი ჩოგბურთელი, რომლებიც უპირისპირდებოდნენ სპორტში გენდერულ უთანასწორობას – ბილი ჯინი კინგი, როზი კაზალსი, ჯუდი დალტონი, ჯული ჰელდმანი, კერი მელვილი, ჯეინ ბარტკოვიჩი, კრისტი პიჯენი, ნენსი რიჩი და ვალერი ზიგენფუსი.

ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია 2021 წლის 17 ივლისს გაიმართება.