ჩოგბურთი | ქალთა შორის 2024 წლის უიმბლდონის გათამაშების გამარჯვებული ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა გახდა #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი ქალთა შორის ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვას გამარჯვებით დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში კრეიჩიკოვამ იტალიელი ჟასმინ პაოლინი სამ სეტში, 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და თავის კარიერაში დიდი სლემის მეორე ტურნირი მოიგო. 2021 წელს ის საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ფინალისტმა, იტალიელმა ჟასმინ პაოლინიმ ზედიზედ მეორედ ითამაშა დიდი სლემის შეჯიბრების ფინალში. ივნისში მან როლან გაროსის გადაწყვეტი შეხვედრა პოლონელ იგა შვიონტეკთან დათმო.
რაც შეეხება ბარბორა კრეიჩიკოვას, 28 წლის ჩოგბურთელი მეოთხე ქალია ჩეხეთიდან, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, უიმბლდონი მოიგო. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში იანა ნოვოტნამ გაიმარჯვა, 2011 და 2014 წლებში – პეტრა კვიტოვამ, ხოლო 2023 წელს – მარკეტა ვონდრუშოვამ.
მამაკაცთა შორის უიმბლდონის ფინალი ხვალ, 14 ივლისს ჩატარდება. ერთმანეთს ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან.