ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და მეორე წრეში კარლოს ალკარასს შეხვდება #1TVSPORT

22:41, 28.10.2026

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ATP 500-ის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და მერვედფინალში გავიდა.

მსოფლიო რეიტინგში 95-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა პირველ წრეში ავსტრიელ იური როდიონოვს (137-ე ადგილი რეიტინგში) ორ სეტში, 7:6 (7:3), 6:1 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც პირველ წრეში რუსი კარენ ხაჩანოვი 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა.

ბასილაშვილი ვენის ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ჩავიდა. გასულ კვირას მან ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ ტურნირზე ფინალამდე მიაღწია, სადაც მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან, დანიილ მედვედევთან სამ სეტში დამარცხდა.

ვენის ATP 500-ის ტურნირი დახურულ დარბაზში, ჰარდის საფარზე ტარდება და პირველ ნოემბერს დასრულდება.

მსგავსი