ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ უიმბლდონის ძირითად ბადეშია #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი სამწლიანი პაუზის შემდეგ უიმბლდონის ძირითად ბადეშია #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. ბოლოს მან ამის უფლება 2022 წელს მოიპოვა.

ამჯერად ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან კარლო ფიცოვიჩი იყო, რომელმაც მატჩი ეფექტურად დაიწყო – პირველი სეტი 6:1 მოიგო. თუმცა ბასილაშვილმა მობილიზება მოახერხა და მომდევნო სამი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა: მეორე – 7:5, მესამე – 6:2, მეოთხე – 6:1.

უიმბლდონის კორტებზე დიდი სლემის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, ხოლო წილისყრა 27-ში გაიმართება.