ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი რენის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი რენის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბასილაშვილმა ფრანგი ალექსანდრ რეკო სამ სეტში, 6:1, 4:6, 6:2 დაამარცხა. მანამდე მან ასევე ფრანგ მაქსენს ბეგუს სძლია.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში (ATP) 347-ე ადგილს იკავებს, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილი იყო.