ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი რენის ჩელენჯერის მერვედფინალში დამარცხდა #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მერვედფინალში ფრანგ ანდრეა მანარინოსთან სამ სეტში, 6:7 (5:7), 6:3, 6:3 დამარცხდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიქის შესრულება ვერ მოახერხეს და ტაიბრეიქზე მსოფლიოს 46-ე ნომერმა, მანარინომ ქართველის ჩაწოდებაზე მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ჩაწოდება ერთხელ აართვა, ხოლო გადამწყვეტ მესამე პარტიაში ფრანგმა ორი ბრეიქის შესრულება შეძლო.
ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 347-ე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ მისი საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო.