ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიის ქალაქ კობეში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იაპონელ ჰიროკი მორიასთან სამ სეტში – 6:3, 5:7, 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველ სეტში მეტოქეს თავისი თამაშის შესაძლებლობა არ მისცა. ქართველს პრობლემები მეორე სეტის ბოლოდან შეექმნა და შეხვედრაში სათანადოდ დაბრუნება ვერც მესამე სეტში მოახერხა.
ნიკოლოზმა იაპონელი მეტოქის დამარცხება ორი კვირის წინ, სეულის ჩელენჯერზე შეძლო, ის ტურნირი კი მისი გამარჯვებით დასრულდა.
ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 215-ე ადგილზეა.