ჩოგბურთი | მარიამ ბოლქვაძე სამსუნის ტურნირის ძირითად ეტაპზეა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე WTA-ს ჩელენჯერის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-8 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. თავდაპირველად მან ორგანიზატორებისგან „უაილდ ქარდის“ მქონე ადგილობრივი ალია ნაზ ალტინელი 6:1, 6:0 დაამარცხა, დღეს კი რუს მარია ტკაჩოვასთან სამსეტიან, დაძაბულ მატჩში იმარჯვა – 4:6, 7:6 (7:5), 6:0.
ქართველი სპორტსმენის პირველი მეტოქე ძირითად ბადეში მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კვალიფიკაციის ყველა მატჩი დასრულდება.
ბოლქვაძეს ამ მომენტისთვის WTA-ს რეიტინგში 183 ქულით 353-ე ადგილზეა.