ჩოგბურთი | დევისის თასზე საბა ფურცელაძე მაკს კასნიკოვსკისთან დამარცხდა #1TVSPORT
თბილისში საქართველოსა და პოლონეთის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებებს შორის დევისის თასის პირველი ლიგის პლეი ოფის შეხვედრა მიმდინარეობს.
მეორე დაპირისპირება საქართველოს პირველმა ნომერმა, საბა ფურცელაძემ პოლონელთა მეორე ნომერთან, მაკს კასნიკოვსკისთან სამ სეტში, 3:6, 7:5, 4:6 დათმო. გამდაწყვეტ მესამე სეტში ფურცელაძე 3:0 დაწინაურდა, თუმცა ტრავმა მიიღო და ამის ფონზე შესაბამისი თამაშის ჩვენება გაუჭირდა.
ორი მატჩის შემდეგ პოლონეთის ნაკრები საქართველოს 2:0 ამარცხებს. ხვალ, პირველ თებერვალს ასპარეზობა წყვილთა შორის ჩატარდება. შეხვედრის მოსაგებად სამ მატჩში გამარჯვებაა საჭირო.