მესამე წრეში დაასრულა ასპარეზობა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ). ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი რეიტინგის პირველ ნომერ – რიუჯუ ნაგაიამასთან, მერვედფინალში დამარცხდა.
აღსანიშნია, რომ ნაგაიამამ გამარჯვება გაფრთხილებების ხარჯზე მოიპოვა. ლუხუმმა სამი შიდო, სამწუთნახევარში მიიღო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
სამგიეროდ კვარცხლბეკისკენ ისევ მიიწევს – ამირან პაპინაშვილი, რომელიც მეოთხედფინალშია და ფინალურ ბლოკში მოსახვედრად, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკეს დამარცხება მოუწევს.