ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც ორნი – ლუხუმ ჩხვიმიანი და ჯაბა პაპინაშვილი (ორივე 60 კგ) ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობენ და ორივე მათგანი ნახევარფინალში იჭიდავებს.
მესამე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელინი კი 1/8-ფინალში ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
პაპინაშვილმა ნახევარფინალში გასასვლელად პორტუგალიელ როდრიგო კოსტა ლოპესს სძლია.
ჩხვიმიანმა ბერძენი კარაკიდისი დამატებით დროში დაამარცხა.
ფინალში გასასვლელად ჯაბას მეტოქე წონის პირველი ნომერი, ტაიპეის წარმომადგენელი იანგ ვეი იქნება, ლუხუმი კი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს შეხვდება.
ანტალიის გრანდ სლემზე 63 ქვეყნის 528 წარმომადგენელი ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.