ჩხრეკა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში და ნიკა გვარამიას დაკავება [ვიდეო]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკას ატარებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში. ასევე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ პოლიტიკური გაერთიანება „ცვლილებებისთვის“ და პარტია „დროას“ ოფისში.

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ფეისბუქ ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი ადმინისტრატორის ოფისშიც. საგამოძიებო მოქმედებები ამ ლოკაციებზე ერთდროულად დაიწყო. არსებული ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით მიმდინარე საქმის ფარგლებში ტარდება.

პოლიციამ ბესიკის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ ადმინისტრაციულად ნიკა გვარამია დააკავა.