ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელსაც პაციენტი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურთან სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი პაციენტი მძიმედ დაშავდა, ის ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.