ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ჩხოროწყუობა – კოლხური შემოდგომა აღინიშნა. დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები. გაიმართა ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
დღესვე, ჩხოროწყუში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა.
ამასთან, ჩხოროწყუსა და ლიეტუას ქალაქ მოლეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
საზეიმოდ დასახელდნენ ჩხოროწყუს საპატიო ელჩები, რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ასევე, ერთ-ერთ ეთნოგრაფიულ კუთხეში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს, რომელიც 34 კილოს იწონის.
ჩხოროწყუში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სპორტული ღონისძიებები.





